ვარკეთილში, ბაზრობაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რუსთავისა და წყნეთის სახანძროებიც ჩაერთვებიან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე აცხადებს, რომ ვარკეთილში, ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის ჩასაქრობად მეხანრე-მაშველები რუსთავიდან და წყნეთიდანაც მივლენ ადგილზე. მისივე თქმით, დაშავებულებზე ამ დროისთვის ინფორმაცია არ არსებობს.

„ბაზრობაზე, კალაუბნისა და ჯავახეთის კვეთაზე იწვის ბაზრობა, ფართობი არის ძალიან დიდი. ადგილზეა მობილიზებული 21 სახანძრო ავტოსისტემა, ასევე, ჯგუფები დამატებით გამოგზავნილი არის რუსთავიდან და წყნეთიდან. მეხანძრე-მაშველები აკეთებენ ყველაფერს, რათა მოხდეს ცეცხლის მაქსიმალურად მალე ლოკალიზება.

რაიმე ძალიან დიდი გართულებები ამ ეტაპზე არ არის. აქვეა ბენზინგასამართი სადგური. მეხანძრე-მაშველები ადგილზე არიან მობილიზებული, როგორც ქვედა მხრიდან, ისე ზედა მხრიდან. მაქსიმალურად უმოკლეს დროში შეეცდებიან, რომ მოხდეს ხანძრის დროული ლოკალიზება. დაშავებულებზე ამ დროისათვის ინფორმაცია არ გვაქვს“, – აცხადებს ოთარ კერესელიძე.

ადგილზე ვითარების შესახებ ვიდეომასალა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.