ვარკეთილში, ავარიულ კორპუსში კიბის ნაწილი ჩამოიშალა

14:14, 21.05.2018

თბილისში, ვარკეთილის მესამე მასივის მე-6 კვარტალში, კიბის ნაწილი ჩამოიშალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ოთხსართულიან ავარიულ კორპუსში მოსახლეობა თვითნებურად არის შესული. მაშველებმა ადგილობრივების ევაკუაცია სახანძრო კიბით მოახდინეს.

მსგავსი