ვარკეთილში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ვარკეთილში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ვარკეთილში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მსუბუქი ავტომობილი სატვირთო მანქანას შეეჯახა. გარდაცვლილია მსუბუქი ავტომობილის მგზავრი ქალი, მძღოლი მამაკაცი კი დაზიანებებით ბოკერიას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.