ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარედ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარედ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსის წინ მორიგი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

სიტყვიერი შელაპარაკება სამშენებლო კომპანიის მიერ დამონტაჟებული ღობის დაშლას მოჰყვა. მოსახლეობის განცხადებით, სამშენებლო კომპანიას მოქალაქეების მიერ მოწყობილი მცირე ზომის სკვერის დაშლისა და ტერიტორიის შემოღობვის უფლება არ ჰქონდა.

„ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, გიორგი ბენაშვილის განცხადებით, ტერიტორია კომპანიის მფლობელობაშია და ღობის დაშლის მცდელობა მორიგი პროვოკაციაა.

მოსახლეობის პროტესტს რამდენიმე პოლიტიკური პარტიის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“, ასევე მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებიც შეუერთდნენ. მათ მოსახლეობასთან ერთად ხეები სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ დარგეს და ალტერნატიული სკვერი მოაწყვეს.

დატოვე კომენტარი