ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება მოხდა [ფოტო]
ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება მოხდა [ფოტო]

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ დაპირისპირებაა.  დაპირისპირება ტერიტორიაზე სამშენებლო მანქანის გამოჩენას მოჰყვა. მოსახლეობამ შესასვლელი გადაკეტა, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.

პოლიციამ მათ ძალით გაათავისუფლებინა შესასვლელი. აღნიშნულ ფაქტს დაპირისპირება მოჰყვა მოსახლეობას, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის. ადგილზე იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელები ლევან ხაბეიშვილი და ზაალ უდუმაშვილი.

ვარკეთილში, ზემო პლატოზე ადგილობრივი მოსახლეობა აქციას დილიდან მართავს. ისინი „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ.

დატოვე კომენტარი