ვარკეთილში „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირებისას ექვსი პირია დაკავებული [ვიდეო]

ვარკეთილში „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირებისას სულ ექვსი პირია დაკავებული.

ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, კახა ბუხრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხივნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. აქედან ოთხი პირი საქალაქო სასმართლოში იმყოფება უკვე, ორი კი პოლიციის განყოფილებაში.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამშენებლო კომპანია შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ თანამშრომლები.

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივები აქციას დილიდან მართავენ, ისინი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.