ვარკეთილში ადგილობრივი მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს
ვარკეთილში ადგილობრივი მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრო-რაიონში, „ანას ბაღის“ მიმდებარედ ადგილობრივი მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

ადგილობრივები მშენებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ კომპანიის კუთვნილი ტექნიკა ტერიტორიაზე არ შეუშვეს და გზა ჩაუხერგეს.

ადგილობრივები თბილისის მერიას მიმართავენ და ითხოვენ, ინვესტორს შესთავაზონ ადგილმონაცვლეობა და აღნიშნულ ტერიტორიაზე გაშენდეს რეკრეაციული ზონა. ადგილობრივების პროტესტს შეურთდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, მოსახლეობასთან ერთად ისინიც არ დაუშვებენ, რომ ადგილზე აშენდეს მრავალსართულიანი კორპუსი.

დატოვე კომენტარი