ვარკეთილის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება
ვარკეთილის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, დაგეგმილი სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 00:30 საათიდან გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება ვარკეთილის ზემო პლატოს №39, № 40, № 41, №42, №43, №43ა, №43ბ, №51, №51ა, № 51ბ კორპუსების მოსახლეობას.

გაზმომარაგება ასევე შეეზღუდება კალოუბნის ქუჩის №22, № 24დ, №2, № 26დ, № 3, №28დ, №5, №32ა, №33, №34, №35, №36, №38, № 10-1ს/დ, ვარკეთილის III მასივის 1, 3, 9, 10 კვარტლების ( № 10-ჟ, № 10-ე, № 10-გ, № 10-ზ, № 10-ი კორპუსების), III მასივის №დ-1, №დ-6, №დ-7, № დ-8, № 6-ვ, №97 (III მასივის კვარტალი 6, კორპუსი №9), გახოკიძის ქუჩა № 6, შუამთის ქუჩის „ა“ და „ბ“, ქიზიყის ქუჩის № 3-ში მდებარე კორპუსების, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე სამხედრო დასახლების საცხოვრებელი კორპუსების, კახეთის ჩიხის კერძო სექტორის მოსახლეობას.

გაზმომარაგება შეეზღუდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტებსაც, მათ შორის №210 ბაგა-ბაღი, № 108 საჯარო სკოლა, კახეთის გზატკეცილზე მდებარე მოსწავლეთა ახალგაზრდობის სასახლე, შპს „თეგეტა მოტორსი“, შპს „იფქლი 1“, შპს „KASPIAN KREDO“, საქართველოს რკინიგზის ფილიალი და სხვა.

გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა ზემოაღნიშნულ მისამართებზე დაიწყება 09:00 საათიდან და დასრულდება 19:00 საათისთვის.

„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.