ვარკეთილის მეტროსადგურმა მუშაობა განაახლა

17:42, 04.12.2019

მეტროსადგურმა „ვარკეთილი“ მუშაობა განაახლა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკვამლიანების გამო მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დაკვამლიანების შესახებ ინფორმაცია 17:00 საათზე მიიღეს.

მათივე ცნობით, დაკვამლიანება ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.

მსგავსი