ვარკეთილის ხიდებთან ნაგავი და საბურავები იწვის

18:40, 10.06.2020

თბილისში, ვარკეთილის ხიდებთან ხანძარია.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ნაგავი და საბურავები იწვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველების ორი ჯგუფი მუშაობს.

მსგავსი