ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობითი სამუშაოები გრძელდება

00:26, 16.06.2020

ვარკეთილში, ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობითი სამუშაოები.

„მაქსიმალურად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ასევე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. პერიმეტრზე უსაფრთხოება მობილიზებულია. დაშავებულებს რაც შეეხება, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება და ჩაქრობითი სამუშაოები“,- განაცხადა სირაძემ.

ადგილზე ვითარების შესახებ ვიდეომასალა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.

მსგავსი