„ვარკეთილაირის“ დირექტორის მოადგილე - როცა ტარიფების გადახედვა მოხდება, ჩვენი აბონენტები გაზს იგივე ფასით მიიღებენ, როგორც „ყაზტრანსგაზის“
„ვარკეთილაირის“ დირექტორის მოადგილე - როცა ტარიფების გადახედვა მოხდება, ჩვენი აბონენტები გაზს იგივე ფასით მიიღებენ, როგორც „ყაზტრანსგაზის“

აპრილის თვეში, როცა ტარიფების გადახედვა მოხდება, ჩვენი აბონენტები გაზს იგივე ფასით მიიღებენ, როგორც „ყაზტრანსგაზის“ აბონენტები, – ამის შესახებ „ვარკეთილაირის“ დირექტორის მოადგილე იპოლიტე გაფრინდაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

ვარკეთილაირს“, როგორც „ყაზტრანსგაზის“ აბონენტს, „ყაზტრანსგაზიდან“ გაზის მოწოდების, გატარებისა და მომსახურების ფასი სამი თეთრით გაუძვირდა და ჩვენი აბონენტებისთვის ტარიფის გაძვირება სწორედ ამიტომ მოხდა.

ჩვენ გვაქვს პროექტი და უახლოეს მომავალში ვაპირებთ ტრანსპორტირების კომპანიაზე მიერთებას. გასაკეთებელია ხუთკილომეტრიანი ტრასა. ვიცოდით, რომ ის, რაც დღეს მოხდა, აუცილებლად მოხდებოდა და ბუნებრივია, ამაზე ფიქრი დავიწყეთ. შევიმუშავეთ პროექტი, რომელიც მერიაში შევიტანეთ. ვფიქრობდით, რომ ეს პროექტი მიმდინარე წლის იანვრამდე უნდა დაგვესრულებინა, მაგრამ მერიამ ნებართვა დროულად არ მოგვცა“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

პირველი არხის ანალიტიკოსის, ლევან კალანდაძის შეკითხვაზე, თუ რატომ დგას „ვარკეთილაირი“ გაზის ტარიფის გაძვირების ალტერნატივის წინაშე მაშინ, როცა სუბსიდირებულ გაზს ახლა გაცილებით უფრო იაფად ყიდულობს, ვიდრე ადრე ყიდულობდა, იპოლიტე გაფრინდაშვილმა თქვა, რომ მაშინ, როცა გაზის საფასური 120 დოლარი იყო, „ვარკეთილაირი“ „ყაზტრანსგაზიდან“ 1კბ.მ გაზს დღგ–ს ჩათვლით 32 თეთრად ყიდულობდა, ახლა კი, 35 თეთრად ყიდულობს და რომ ეს „ყაზტრანსგაზის“ გატარებისა და მომსახურების თანხაა.

ვარკეთილაირის“ დირექტორის მოადგილეს შეკითხვა პირველი არხის ჟურნალისტმა, მარიამ ბერძენიშვილმაც დაუსვა. მის შეკითხვაზე, რატომ ზრდის კომპანია ტარიფს მაინცდამაინც იანვრიდან მაშინ, როცა სუბსიდირება ივნისის თვიდან შეწყდა, იპოლიტე გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ ივნისში, როცა „ყაზტრანსგაზისთვის“ ახალი ტარიფის დადგენა მოხდა, „ვარკეთილაირმასემეკ–ს მიმართა. შეხვედრაზე განიხილეს საკითხი, რომ ტარიფი ნოემბერში გადაიხედებოდა და მცირე კომპანიები ახალ ტარიფს მიიღებდნენ, მაგრამ სემეკ–მა ტარიფების გადახედვა ვერ მოასწრო, რადგან ეს შრომატევადი სამუშაოა.

იპოლიტე გაფრინდაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ვარკეთილაირს“ სხვა კომპანიებთან გაერთიანებაზე არ უფიქრია.

ვარკეთილისა და დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილი ახალი წლიდან ბუნებრივი აირის ახალ ტარიფზე გადავა.  „ვარკეთილაირის“ 14500 და “დიდი დიღმის” 11000 აბონენტს, გაზზე გადასახადი 5 თეთრით უძვირდება.