ვარიანში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს 
ვარიანში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს 

ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმთან, სადაც სკოლებში „დედა ენის” ადაპტირებული ვერსიის დაბრუნებასთან დაკავშირებული ღონისძიება მიმდინარეობდა, საპროტესტო აქცია გაიმართა.

მუზეუმთან, სადაც ღონისძიებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და სხვა სტუმრები იმყოფებოდნენ, აქცია „სირცხვილია“ სამოქალაქო აქტივისტებმა მოაწყვეს. მათ შესაბამისი შინაარსის ტრანსპარანტებითა და საყვირებით 20 ივნისის ღამე გააპროტესტეს და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს.

„ჩამოვედით აქციიდან „სირცხვილია“ და ვაპროტესტებთ 20 ივნისის ღამეს. პრემიერმა ისიც ვერ გაბედა, ცალ თვალში მაინც შემოეხედა. ჩვენ აქ ვდგავართ იმისთვის, რომ გიორგი გახარია გადადგეს, აგოს თავის საქციელზე პასუხი. სანამ ხალხის ხმას არ გაიგონებენ და არ გადადგება გახარია, ღამის კოშმარად ვექცევით და აუცილებლად ვეცდებით, ყველანაირი ხერხით დისკომფორტი შევუქმნათ ხელისუფლებას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თამარ კაკაბაძემ.