ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია გაიარა მედპერსონალის 4 456-მა წარმომადგენელმა, მათგან აიცრა 1 143 პირი
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია გაიარა მედპერსონალის 4 456-მა წარმომადგენელმა, მათგან აიცრა 1 143 პირი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ გეგმის მიხედვით, ვაქცინაციის პირველი დოზები უკვე მიიღეს სამედიცინო მუშაკებმა, რომლებიც ვაქცინაციისთვის სპეციალური პლატფორმის საშუალებით დარეგისტრირდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის რეგისტრაცია უკვე გაიარა 4 456 სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელმა და უკვე აცრილია 1 143 პირი.

ჯანდაცვის მინისტრმა კოლეგებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიას დაასრულებს.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის პროცესს გავეცანი. გავესაუბრეთ ექიმებს, თუ როგორია სამედიცინო პერსონალის განწყობა. ექიმები ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამენ“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ.