ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, სპეციალური ვებგვერდი ამოქმედდა
ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, სპეციალური ვებგვერდი ამოქმედდა

ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი – Provax.ge შექმნა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ვებგვერდზე ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, მიიღოს პასუხები მისთვის საინტერესო კითხვებზე, მათ შორის, თუ რატომ უნდა ჩაიტაროს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ასევე, როგორ უნდა დარწმუნდეს ვაქცინის უსაფრთხოებაში, რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება, როგორია „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობა, უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები, საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის.

ვებგვერდზე აგრეთვე შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება, განთავსებულია შემეცნებითი ვიდეორგოლები და საქართველოში „კოვიდ-19“-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა.

დატოვე კომენტარი