ვანსა და ხონში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გივი ჭიჭინაძეს გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს
ვანსა და ხონში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გივი ჭიჭინაძეს გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს წარადგენს.

როგორც პირველ არხს პარტიიდან აცნობეს, დეპუტატობის კანდიდატად გივი ჭიჭინაძეს პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს.

წარდგენა ხონის კულტურის ცენტრში 15:00 საათზე, ვანის კულტურის ცენტრში კი 16:30 საათზე გაიმართება.

გივი ჭიჭინაძე 2015 წლის 23 თებერვლიდან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა, მანამდე ვაკის რაიონის გამგებელი იყო.

ვანისა და ხონის №54 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 2018 წლის 28 აპრილს გაიმართება.

შუალედური არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.