ვანო ზარდიაშვილი - უახლოეს მომავალში საზოგადოებას ყველაფერთან დაკავშირებით დეტალურად გავცემ პასუხს
ვანო ზარდიაშვილი - უახლოეს მომავალში საზოგადოებას ყველაფერთან დაკავშირებით დეტალურად გავცემ პასუხს

პროცესებს ვაკვირდები და უახლოეს მომავალში საზოგადოებას ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს დეტალურად გავცემ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.

როგორც ვანო ზარდიაშვილმა აღნიშნა, განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს, რადგან გუნდში მიმდინარე პროცესები და გუნდის გადაწყვეტილება მისთვის მნიშვნელოვანია.

„პროცესებს ვაკვირდები და უახლოეს მომავალში საზოგადოებას ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს დეტალურად გავცემ. რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორც გუნდის გადაწყვეტილება. შესაბამისად, გუნდურობას არ დავარღვევ და წინასწარ რაღაც განცხადებას არ გავაკეთებ. ეს მიმდინარე პროცესია. შესაბამისად, არც დღეს და არც გუშინ არაფერი არ გადაწყვეტილა. ჩემთვის გუნდის გადაწყვეტილებაა მნიშვნელოვანი. მე მესმის საზოგადოებას ძალიან მაღალი ინტერესი აქვს. გუნდში ცოცხალი პროცესია. გუნდის გადაწყვეტილებას დაველოდები. მერე ყველაფერზე პასუხს დეტალურად გაგცემთ. ვიდრე  სანამ გუნდი გადაწყვეტილებას არ მიიღებს და პროცესი საბოლოოდ არ ჩამოყალიბდება, მანამდე მე განმარტებებს არ გავაკეთებ. ეს პროცესი აუცილებლად გამჭვირვალედ წარიმართება. რაც შეეხება სასამართლოს საკითხებს, თქვენ ნახეთ, რომ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააკეთა, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა. ეს პროცესები აუცილებლად გამჭვირვალე იქნება და საზოგადოების მოთხოვნების დაკმაყოფილებით“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.