ვანო ზარდიაშვილი - დიდი შანსია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროკავშირი, ევროსაბჭო და ევროსასამართლო მტრულ ორგანიზაციებად გამოაცხადოს
ვანო ზარდიაშვილი - დიდი შანსია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროკავშირი, ევროსაბჭო და ევროსასამართლო მტრულ ორგანიზაციებად გამოაცხადოს

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათთან დაახლოებულ პარტიებს ერთი მარტივი პრინციპი აქვთ – თუ ჩვენ არ ვართ ხელისუფლებაში, მაშინ საქართველოს ცეცხლი წაკიდებია და განადგურებულა, ამის დასტურია მათი ისტერიკაც – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, ისეთ ავტორიტეტულ ორგანოებს მიაყენოს შეურაცხყოფა, როგორიც სტრასბურგის სასამართლოა.

„მათ საქართველოს სასამართლო არ ეყოთ. ბარამიძისა და გოცირიძის განცხადებები მოვისმინეთ, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის. როგორც ჩვენმა მოსახლეობამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა იციან, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა და მათგან მოსალოდნელი ყველაფერია. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ცოტა ხანში „ნაციონალური მოძრაობა“ ანტიევროპულ ძალად გამოცხადდეს. ანტიევროპული ძალა იმას ნიშნავს, რომ მზად არიან, თუნდაც ევროპას, ევროპულ ფასეულობებსა და ღირებულებებს დაუპირისპირდნენ, თუ ხელისუფლებაში არ მოვლენ, რადგან შინაგანად არ ეთანხმებიან არანაირ ევროპულ ღირებულებებს. მათთვის არაფერს ნიშნავს ადამიანის უფლებები, სამართალი, კერძო საკუთრება და ა.შ. მათი მარტივი ფაბულაა, თუ ხელისუფლებაში არ ვართ და ვინც ხელისუფლებაში მოსვლაში არ მოგვეხმარება, მტრები არიან. ამ ლოგიკით დიდი შანსია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროკავშირი, ევროსაბჭო და ევროსასამართლო მტრულ ორგანიზაციებად გამოაცხადოს, ისინი ამისთვის მზად არიან. ევროპაზე მიხეილ სააკაშვილისა და ბარამიძის შეფასებები ვნახეთ, რომლებიც მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ შეურაცხყონ როგორც ევროპული ფასეულობები, ასევე პროდასავლური ღირებულებები. ცოტა ხანში ვნახავთ, რომ ნატო-ზეც დაიწყონ შეტევა და კრიტიკა, რადგან იციან, რომ ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდებიან”, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

დატოვე კომენტარი