ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიას - შენს ხელებს ფულის სუნი ასდის [ვიდეო]

უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ერთმანეთს კორუფციაში ადანაშაულებენ.

ზარდიაშვილმა და ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მწვავედ იკამათეს, სადაც მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ.

ბესელიამ სხდომაზე ზარდიაშვილს მიმართა, რომ კორუფციაში ხელებს თავად აფათურებს, ასევე ჰკითხა, სად მუშაობს მისი მეუღლე.

აღნიშნული რეპლიკის პასუხად ვანო ზარდიაშვილმა აღნიშნა, რომ ოჯახური ბიზნესი სასამართლოში ეკა ბესელიას ჰქონდა.

„შენს ხელებს ასდის ფულის სუნი. ოჯახური ბიზნესი სასამართლოში თქვენ გქონდათ, სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარე თქვენი მეჯვარე და ბავშვის ნათლიაა, გენერალური პროკურორის მოადგილე თქვენი მეჯვარეა და ბავშვის ნათლია. ჩემი მეუღლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია, რვა წელია, იქ მუშაობს. შენ გინდა ბიზნესი სასამართლოში, რასაც ვერ მიიღებ“, – მიმართა ბესელიას ზარდიაშვილმა.