ვანო ზარდიაშვილი - ჩემი შეფასებით, ეკა ბესელია კორუმპირებულია
ვანო ზარდიაშვილი - ჩემი შეფასებით, ეკა ბესელია კორუმპირებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კორუმპირებულია. როგორც ჟურნალისტებს ზარდიაშვილმა განუცხადა, უმრავლესობის სხდომაზე, ეკა ბესელიას ერთ-ერთმა კოლეგამ კორუფციასთან მის კავშირზე კითხვები დაუსვა. ვანო ზარდიაშვილი მისი კოლეგის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ამის თაობაზე ალბათ, თავად იტყვის.

„ჩემი შეფასებით, ეკა ბესელია ძალიან ახლოს არის კორუფციასთან და კორუფციის რისკის მატარებელია. მან ქვეცნობიერად თავისი პარტიის ფერად აირჩია დოლარის ფერი, დოლარები იმდენად უყვარს. ვინც მის პარტიაში გაწევრიანდება, ან დოლარებისთვის მიდის, ან დოლარების მისაღებად. ჩემი შეფასებით, ეკა ბესელია კორუმპირებულია”, – აცხადებს ზარდიაშვილი.

კითხვაზე, თუ ეკა ბესელია კორუმპირებულია, მის წინააღმდეგ რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება, ზარდიაშვილი პასუხობს, რომ ამის დროც მალე დადგება.

„საზოგადოებას შეუძლია, სოციალური ქსელით დამიკავშირდნენ, მომწერონ ინფორმაცია, როდესმე ეკა ბესელიასგან თუ არიან დაზარალებულები. ამ ინფორმაციას საზოგადოებას სრულად მივაწვდი. ჩემი შეფასებით, ეკა ბესელია ძალიან ახლოს არის კორუფციასთან”, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

დატოვე კომენტარი