7 ნოემბრის საქმეზე ვანო მერაბიშვილს სახაზინო ადვოკატი დაიცავს
7 ნოემბრის საქმეზე ვანო მერაბიშვილს სახაზინო ადვოკატი დაიცავს

7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულ ვანო მერაბიშვილს მის მიერ დაქირავებული ადვოკატები გიორგი ჩივიაშვილი და ბექა ბასილაია აღარ დაიცავენ.

როგორც უფლებადამცველებმა განმარტეს, ბრალდებულმა თავად მოითხოვა მათი აცილება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

ადვოკატების განმარტებით, მერაბიშვილი ქართულ სასამართლოს უნდობლობას უცხადებს.

გიორგი ჩივიაშვილისა და ბექა ბასილაიას თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია.

ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის კავშირში მერაბიშვილის ბრალდებების ამ ეპიზოდთან. ჯარჯი წიკლაურის თქმით, დიდი პალატის გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ სარჩულზე საუბარი არ არის.

ვანო მერაბიშვილს ინტერესებს მომავალი პროცესიდან სახაზინო ადვოკატი დაიცავს.