„ვანო მერაბიშვილის საქმე პოლიტიკოსების შესაფასებელი არ არის"
„ვანო მერაბიშვილის საქმე პოლიტიკოსების შესაფასებელი არ არის"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმე პოლიტიკოსების შესაფასებელი არ არის.

“ვანო მერაბიშვილის საქმე პოლიტიკოსების შესაფასებელი არ არის”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ – როგორ შეფასდებდა “ევროპის სახალხო პარტიის” ლიდერის განცხადება, სადაც ჯოზეფ დოლი  ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე საუბრობს.

“ეს არ არის პოლიტიკოსების შესაფასებელი. მიღებულ იქნა სამართლებრივი გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ და ამაზე განმარტებები გაკეთდა იუსტიციის სამინისტროს მიერ”,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

„ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტმა, ჟოზეფ დოლმა განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს.