ვანო მერაბიშვილი - მე ვრჩები შს მინისტრობის სტანდარტად და სიმბოლოდ 
ვანო მერაბიშვილი - მე ვრჩები შს მინისტრობის სტანდარტად და სიმბოლოდ 

მე ვრჩები სიმბოლოდ, ასე ვთქვათ, სტანდარტად და ყველა შემდგომ მინისტრს უწევს ჩემთან შედარება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ყოფილმა შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „მთავარ არხს“ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არასდროს გააკეთებს მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის შეფასებას.

„ჩემი მხრიდან ეს გამოჩნდება სუბიექტურად. სხვადასხვა მიზეზის გამო, მე ვრჩები სიმბოლოდ, ასე ვთქვათ, სტანდარტად და ყველა შემდგომ მინისტრს უწევს ჩემთან შედარება. ნებისმიერი ჩემი ნათქვამი იქნება რაღაც პირადი ეჭვიანობის ან სუბიექტურობის ნიშანი“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.