ვანო მერაბიშვილი - მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება

ზუსტად ცხრა წელიწადი და ექვსი თვე ვიმყოფებოდი ამ საპატიმროში სამარტოო საკანში, მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, არ წავედი კომპრომისზე ჩემი საკუთარი თავის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მერაბიშვილმა თავის ახლობლებს მადლობა გადაუხადა.

ამასთან, როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, ის იბრძოლებს, რათა ეს ხელისუფლება დასრულდეს.

„ჩემს გაულშემატკივარს, ახლობლებს, ხალხს, ვინც აქ არის და ვინც შორიდან გულშემატკივრობს, მათი მხარდაჭერითა და მომავლის იმედით შევინარჩუნე ძალა, იმედი, რწმენა, გავაგრძელო ბრძოლა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს დღესვე ჩამოცილდეს, მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა. მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთის ვადა დღეს ამოეწურა. ე.წ. მატროსოვის ციხესთან მერაბიშვილს ახლობლები და მხარდამჭერები დახვდნენ.