ვანისა და ხონის №54 საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება
ვანისა და ხონის №54 საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება

2018 წლის 28 აპრილს ვანისა და ხონის №54 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება.

ცენტრალური საარჩევნო კომისია დღევანდელ სხდომაზე საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების, საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ იმსჯელებს.

ასევე მიიღებს დადგენილებას შუალედური არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე.

სხდომის დღის წესრიგის თანახმად, ასევე გადაწყდება №53 ვანისა და №55 ხონის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსების გამოცხადებისა და სამდივნოს შექმნის საკითხები.

მიიღებენ განკარგულებას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესის, პირობებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზეც
შუალედური არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.