ვანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დასრულდა

19:09, 13.04.2020

ვანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დასრულდა. მუნიციპალიტეტში მედიკოსებისგან დაკომპლექტებულმა 22 ჯგუფმა ტემპერატურა 23 200 მოქალაქეს გაუსინჯა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საეჭვო სიმპტომები არ გამოვლენილა.

ამასთან, მუნიციპალიტეტში მუშაობას აგრძელებს ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი სოფლებში – ზეინდარსა და მთისძირში.

ვანის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 23 მოქალაქეა, ერთი პირი კი კარანტინში იმყოფება. მუნიციპალიტეტში „კოვიდ 19“ ოთხ მოქალაქეს აქვს დადასტურებული და ყველა მათგანი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

მსგავსი