ვან ი - აშშ-მა და ჩინეთმა უნდა დაიცვან ძნელად მოპოვებული სტაბილურობა, მართონ უთანხმოებები, ტაივანის საკითხი ჩვენი ძირითადი ინტერესია, აშშ-მა  სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს
ვან ი - აშშ-მა და ჩინეთმა უნდა დაიცვან ძნელად მოპოვებული სტაბილურობა, მართონ უთანხმოებები, ტაივანის საკითხი ჩვენი ძირითადი ინტერესია, აშშ-მა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი აცხადებს, რომ პეკინმა და ვაშინგტონმა ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში რთულად მოპოვებული სტაბილურობა უნდა შეინარჩუნონ.

მედიის ცნობით, ვან იმ ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„ორივე მხარემ უნდა დაიცვას ძნელად მოპოვებული სტაბილურობა, კარგად მოემზადოს მნიშვნელოვანი მაღალი დონის ურთიერთქმედების დღის წესრიგისთვის, გააფართოოს თანამშრომლობა და მართოს უთანხმოებები“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის ყველაზე დიდი რისკის  შემცველი საკითხი ტაივანია.

„ტაივანის საკითხი ჩინეთის ძირითადი ინტერესია. აშშ-მა უნდა შეასრულოს თავისი დაპირებები და სწორი არჩევანი გააკეთოს, რათა ჩინეთ-აშშ-ის თანამშრომლობისთვის ახალი სივრცე გახსნას და მსოფლიო მშვიდობისთვის სათანადო ძალისხმევა გაიღოს“, – განუცხადა ვან იმ რუბიოს.

როგორც ცნობილია ლიდერებმა ასევე ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზეც.