ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა მეკარემ, ედვინ ვან დერ სარმა ხორვატიაში დასვენებისას ინსულტი გადაიტანა, – წერს გაზეთი De Telegraaf-ი.
„აიაქსის“, „იუვენტუსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ 52 წლის ყოფილი ფეხბურთელი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს და ახლა ის რეანიმაციაში იმყოფება.
1 ივნისს ვან დერ სარმა დატოვა „აიაქსის“ გენერალური დირექტორის პოსტი. ამსტერდამული კლუბი იუწყება, რომ ყოფილი მეკარის მდგომარეობა სტაბილურია.