ვალვერდეს ბედს ესპანეთის თასის ფინალი გაარკვევს
ვალვერდეს ბედს ესპანეთის თასის ფინალი გაარკვევს

“ბარსელონა” მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს განთავისუფლების ვარიანტს განიხილავს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კატალონური გუნდი ესპანეთის თასის ფინალს წააგებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

„ბარსელონას” ხელმძღვანელობა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოვარდნის შემდეგ დღემდე ძალიან არის განაწყენებული.

აქედან გამომდინარე, ვალვერდეს მომავალი ჩემპიონატსა და ესპანეთის თასზე “ბარსელონას” გამოსვლაზე პირდაპირ არის დამოკიდებული.

ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე, კატალონური გრანდი ლიდერობს გათამაშების ცხრილს და “ატლეტიკოს” 12 ქულით უსწრებს.

შეგახსენებთ, ესპანეთის თასის ფინალი “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის შაბათს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი