ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 აშშ დოლარი 2.73-2.74 ლარი ღირს
ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 აშშ დოლარი 2.73-2.74 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ ბოლო დღეებში უფასურდება.

„ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზე ლარმა გაუფასურება 6 მაისიდან დაიწყო. ამჟამად „ბლუმბერგის“ პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7380 ლარს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7248 ლარია.

რაც შეეხება ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს თბილისში, 1 დოლარი 2.73-2.74 ლარი ღირს. კომერციულ ბანკებში კი, 1 აშშ დოლარის ფასი 2.75-2.77 ლარის ფარგლებში მერყეობს.