vali.ge-ის მონაცემებს კიდევ ერთი ბანკი და სამი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაემატა
vali.ge-ის მონაცემებს კიდევ ერთი ბანკი და სამი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაემატა

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – vali.ge მონაცემები კვლავ განახლდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთიან ბაზას დღეს კიდევ ოთხი საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. ესენია:  სს „ფინკაბანკი საქართველო“,  შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 4 ფინანსი” (სესხის გამცემი: kimbi.ge, vivus.ge), სს „იკაპიტალი“ (სესხის გამცემი: eloan.ge), სს მისო ქართული კრედიტი (სესხის გამცემი: georgiancredit.ge).

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კოლექტორების, ე.წ. ამომღები კომპანიების შემთხვევაში, სესხები შესაძლებელია შეძენილი იყოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან, როგორიცაა: ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ონლაინ სესხის გამცემი და სხვა.

ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 597 659 მსესხებლის, 1,271,038 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3,903,232,705 ლარია.

ვებგვერდზე ატვირთულია 36 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:

ბანკები: 

სს „საქართველოს ბანკი“

სს „თიბისი ბანკი“

სს „ლიბერთი ბანკი“

სს „სილქ როუდ ბანკი“

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“

სს „იშბანკი საქართველო“

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“

სს “ბაზისბანკი”

სს “ტერაბანკი”

სს “კრედო ბანკი”

სს “ფინკა ბანკი საქართველო”.

არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციები: 

შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო” (სესხის გამცემი: lendo.ge, pino.ge, banko.ge)

შპს “ემ.კოლექტორი” (სესხის გამცემი: sohocredit.ge)

შპს “კრედიტ ექსპერტ ჯორჯია” (სესხის გამცემი: wandoo.ge, netcredit.ge, moneza.ge, credium.ge)

შპს “გრანატ კაპიტალ” (სესხის გამცემი: netcredit.ge, moneza.ge)

შპს “გრანატინვესთმენთ” (სესხის გამცემი: vivus.ge)

შპს “პრობლემური აქტივების ბიურო“ (სესხის გამცემი: vivus.ge, amica.ge, moneybus.ge, wincredit.ge, moneyman.ge, mycredit.ge, netcredit.ge, moneza.ge, crediton.ge, lendo.ge, mamy.ge, ipuli.ge, okcredit.ge, credium.ge, solva.ge)

შპს “ფინანსური ბიურო” (სესხის გამცემი: moneza.ge, mycredit.ge, netcredit.ge, vivus.ge)

შპს “ფინანსური მონიტორინგის ბიურო” (სესხის გამცემი: vivus.ge)

შპს “ფინანსური სექტორი” (სესხის გამცემი: ccloan.ge)

შპს “კრედიტლაინი” (სესხის გამცემი: creditline.ge)

შპს “UNIVERSAL SERVICE” (სესხის გამცემი: fastcredit.ge)

სს “მისო ინტელექსპრესი” (სესხის გამცემი: inteliexpress.net)

შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ” (სესხის გამცემი: lendup.ge)

სს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი” (სესხის გამცემი: microfin.ge)

შპს “მონლაინ” (სესხის გამცემი: mon.ge, gocash.ge, espreso.ge, kapiki.ge, loan.ge)

შპს “საკრედიტო ისტორიათა ქართული ბიურო” (სესხის გამცემი: სს “პრივატბანკი”)

შპს “კრედიტ მენეჯმენტი” (სესხის გამცემი: vivus.ge)

სს “მისო კრისტალი” (სესხის გამცემი: crystal.ge)

შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს” (სესხის გამცემი: masesxe.ge)

სს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ” (სესხის გამცემი: swisscapital.ge)

შპს “სვის კაპიტალ ავტო” (სესხის გამცემი: swisscapital.ge)

სს “ზიპ კრედიტ” (სესხის გამცემი: zipcredit.ge)

შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 4ფინანსი” (სესხის გამცემი: kimbi.ge, vivus.ge)

სს “იკაპიტალი” (სესხის გამცემი: eloan.ge)

სს მისო ქართული კრედიტი (სესხის გამცემი: georgiancredit.ge).

ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა: მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა; დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა; უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.

აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში, გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.