ვალერი ზალუჟნიმ უმაღლესი რადას წევრებს მიმართა - არმიაში ხალხი მჭირდება, მსოფლიოს მივმართო და ვთხოვო ხალხი, თუ თქვენ წახვალთ საომრად?
ვალერი ზალუჟნიმ უმაღლესი რადას წევრებს მიმართა - არმიაში ხალხი მჭირდება, მსოფლიოს მივმართო და ვთხოვო ხალხი, თუ თქვენ წახვალთ საომრად?

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი მობილიზაციის გაძლიერების საჭიროებაზე საუბრობს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 4 იანვარს უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის სხდომაზე მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი განიხილეს. მედიის ცნობით, ვალერი ზალუჟნიმ არმიაში ნასამართლევი პირებისა და პატიმრების ჩარიცხვასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა გამოთქვა. მისი თქმით, მას არმიაში სჭირდება ხალხი, რადგან რუსეთმა უკვე 400 ათასამდე ახალწვეულის მობილიზება შეძლო და ივნისისთვის კიდევ 400 ათასამდე პირის მობილიზებას მოახერხებს.

„ვინ ვაომო? მსოფლიოს მივმართო და მათ ვთხოვო ხალხი, თუ თქვენ წახვალთ საომრად? ყოველი ახალწვეულისთვის 80-დღიანი სწავლება იქნება, მაგრამ მომეცით ხალხი“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, ყველა ახალწვეულმა 80-დღიანი სწავლება უნდა გაიაროს.

სხდომას ასევე ესწრებოდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.

დეპუტატ ალექსეი გონჩარენკოს თქმით, ზალუჟნისა და უმეროვს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია მობილიზაციის გაძლიერება.

აღსანიშნავია, რომ შეიარაღებული ძალების რიგებში პატიმრების ჩარიცხვის ინიციატივით უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი ოლეგ ჟდანოვი გამოვიდა.