ვალერი ზალუჟნი - სასწაული არ მოხდება, უკრაინას არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მისი საზღვრები 1991 წლის პერიოდს დაუბრუნდება
სასწაული არ მოხდება, უკრაინას არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მისი საზღვრები 1991 წლის პერიოდს დაუბრუნდება, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
„იმედია, რომ ამ დარბაზში აღარ არიან ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ იმედი აქვთ რაიმე სასწაულის, რომელიც უკრაინაში მოიტანს მშვიდობას, 1991 ან 2022 წლის საზღვრებს და ამის შემდეგ უკრაინაში დიდი ბედნიერება იქნება“, – განაცხადა ზალუჟნიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ რუსეთს აქვს რესურსები უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმების მისაყენებლად და შეტევითი ოპერაციების საწარმოებლად.
მისი თქმით, ომში გამარჯვება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის ამ ომის წარმოების უნარის სრული განადგურებით.
„ვგულისხმობ მისი სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის განადგურებას, პირველ რიგში. ჩვენს თანამედროვე პირობებში – ხოლო ჩვენთვის ეს არის ადამიანური რესურსის უზარმაზარი დეფიციტი და კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც აღმოვჩნდით – ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ომზე გადარჩენისთვის, სადაც გამოიყენება მინიმალური ადამიანური რესურსი, მინიმალური ეკონომიკური საშუალებები მაქსიმალური სარგებლის მისაღწევად. სხვა ომი ჩვენი დემოგრაფიისა და ეკონომიკის პირობებში უკრაინას არ შეუძლია და ამაზე ფიქრიც კი არ ღირს“, – განაცხადა ზალუჟნიმ.