ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ რუსული სადაზვერვო A-50 და Ил-22 ტიპის თვითმფრინავები ჩამოაგდეს
ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ რუსული სადაზვერვო A-50 და Ил-22 ტიპის თვითმფრინავები ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსული სადაზვერვო A-50 და Ил-22 ტიპის თვითმფრინავები ჩამოაგდეს.

თავდაპირველად დაუდასტურებელი ინფორმაცია აზოვის ზღვის თავზე თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ გასულ ღამით გავრცელდა, თუმცა მომხდარს არ ადასტურებენ კრემლში.

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მათ დანაკარგის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.