ვალერი შოშიაშვილი - უნდა დავიცვათ თავისუფლება და აღარასოდეს დავუბრუნდეთ იმ რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს
ვალერი შოშიაშვილი - უნდა დავიცვათ თავისუფლება და აღარასოდეს დავუბრუნდეთ იმ რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს

ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და აღარასოდეს დავუბრუნდეთ იმ რეჟიმს, რომელიც ადამიანებს ართმევდა თავისუფლებას, ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა თელავში, მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლების“ ორგანიზებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორ ბიზნესმენმა აღნიშნა, საკუთარ თავზე გამოსცადა უსამართლობა, როცა წაართვეს ბიზნესი და შანტაჟის გზით აიძულებდნენ მხარდაჭერას.

„ვფიქრობ, რომ ადამიანებს ეყოფათ გონიერება და მეორე ტურში აუცილებლად წავლენ არჩევნებზე. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ბოროტი ძალის დაბრუნება და მჯერა, რომ ისინი ვერასდროს დაბრუნდებიან“,- აცხადებს შოშიაშვილი.