ვალერი ჩეჩელაშვილი - ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა ჩვენი მოთხოვნითაც რომ შემდგარიყო, ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ
ვალერი ჩეჩელაშვილი - ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა ჩვენი მოთხოვნითაც რომ შემდგარიყო, ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ

ჩვენ გვყავს ერთი პრობლემური მეზობელი ოკუპანტი, რომელსაც დაპყრობილი აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი. ამ კონფლიქტში სამართლიანობა, სიმართლე და საერთაშორისო სამართალის აღიარებული პრინციპები და ნორმები არის ჩვენს მხარეს, ამიტომ სავსებით ლოგიკურია, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი სიმართლის მიტანა ორმხრივი ფორმატის ურთიერთობებში, – ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

„ლავროვის განცხადება დადასტურებული არ არის ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რომ ჩვენი მოთხოვნით შედგა ეს შეხვედრა, მაგრამ თუნდაც ასე რომ იყოს, ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ჩვენ გვყავს ერთი პრობლემური მეზობელი ოკუპანტი, რომელსაც დაპყრობილი აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი. ამ კონფლიქტში სამართლიანობა, სიმართლე და საერთაშორისო სამართალის აღიარებული პრინციპები და ნორმები არის ჩვენს მხარეს, ამიტომ სავსებით ლოგიკურია, რომ გვინდა ჩვენი სიმართლის მიტანა ორმხრივი ფორმატის ურთიერთობებში“, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.