„ინტერის“ ნახევარმცველი ვალენტინო ლაზარო უახლოეს მომავალში „გლადბახის“ მაისურს მოირგებს, – იუწყება Sky Sport Italia.
იტალიური ტელევიზიის ინფორმაციით, ლაზარო გერმანულ კლუბს მომავალ სეზონში იჯარის წესით შეუერთდება და გერმანელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ ლაზარო იტალიის ჩემპიონატში სწორედ ბუნდესლიგიდან, კერძოდ კი „ჰერტადან“ გადმოვიდა, მაგრამ მილანური გრანდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.