ვალენსიის ჩელენჯერის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლექსი კრუტიხთან დამარცხდა #1TVSPORT
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვალენსიის ჩელენჯერის ტურნირზე, რომელიც თიხის საფარზე ტარდება, უკრაინელ ოლექსი კრუტიხთან ორ სეტში, 2:6, 2:6 დამარცხდა.
უკრაინელმა ჩოგბურთელმა (240-ე მსოფლიო რეიტინგში) უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა. პირველ სეტში 4:1 დაწინაურდა, შემდეგ მეორედაც მოიგერია ქართველის ჩაწოდება და სეტი დამაჯერებლად მოიგო.
მეორე სეტიც კრუტიხის უპირატესობით დაიწყო, მან ბრეიქი შეასრულა, თუმცა ბასილაშვილმა ჩაწოდება დაიბრუნა და გეიმებში 2:2 გახადა. ამის შემდეგ კი სეტი სრულად უკრაინელის უპირატესობით წარიმართა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ხელის ტრავმა ჰქონდა, ზაფხულში მან ორი ოპერაცია გაიკეთა და კორტზე ოქტომბერში დაბრუნდა. დაბრუნების მერე მან ექვსი მატჩი ჩაატარა და ხუთჯერ დამარცხდა.
ამ მომენტისთვის ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში 496-ე ადგილს იკავებს.