ვალენსიაში რეგიონის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, დემონსტრანტები მას გამანადგურებელ სტიქიაზე არასათანადო რეაგირებაში სდებენ ბრალს
ვალენსიაში რეგიონის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, დემონსტრანტები მას გამანადგურებელ სტიქიაზე არასათანადო რეაგირებაში სდებენ ბრალს

ვალენსიაში რეგიონის პრეზიდენტის, კარლოს მაზონის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაცია გაიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მას ოქტომბერში გამანადგურებელ სტიქიაზე არასათანადო რეაგირებაში სდებენ ბრალს.

29 ოქტომბერს წყალდიდობას ვალენსიის რეგიონში 224 ადამიანი ემსხვერპლა. სამი მოქალაქე კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

დემონსტრაციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ წყალდიდობის მსხვერპლთა ოჯახების წევრები.

ეს ვალენსიის რეგიონული პრეზიდენტის, კარლოს მაზონის გადადგომის მოთხოვნით გამართული უკვე მეოთხე დემონსტრაცია იყო. საპროტესტო აქცია 200-ზე მეტი სამოქალაქო გაერთიანებისა და პროფკავშირის მიერ იყო ორგანიზებული.