ვალენსიაში რეგიონის ლიდერის, კარლოს მაზონის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
ვალენსიაში რეგიონის ლიდერის, კარლოს მაზონის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

ვალენსიაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ათიათასობით დემონსტრანტი წყალდიდობის დამანგრეველი კრიზისის გამო ვალენსიის რეგიონის ლიდერის, კარლოს მაზონის გადადგომას ითხოვდა. დემონსტრაციაში მონაწილეობა დაახლოებით 130 000-მა ადამიანმა მიიღო.

აქციის მონაწილეები კარლოს მაზონს ადანაშაულებენ, რომ მოსახლეობამ გამაფრთხილებელი შეტყობინება ძალიან გვიან მიიღო.

კარლოს მაზონმა განაცხადა, რომ დაუშვა შეცდომები, მაგრამ უარი თქვა გადადგომაზე. მან აღნიშნა, რომ ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია წყლის ნაკადების გაზომვაზე და რომელსაც ეროვნული მთავრობა მართავს, დროული გაფრთხილებები ვერ გაუგზავნა მოქალაქეებს.