ვალენსიაში რეგიონის ლიდერის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

00:26, 26.10.2025

ვალენსიაში ათობით ათასი ადამიანი რეგიონის ლიდერის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა.

მოქალაქეები წყალდიდობის დამანგრეველი კრიზისის გამო კარლოს მაზონის გადადგომას ითხოვენ.

მომიტინგეები მაზონის ადანაშაულებენ, რომ მოსახლეობამ გამაფრთხილებელი შეტყობინება ძალიან გვიან მიიღო. მათი განცხადებით, წყალდიდობის გამაფრთხილებელი შეტყობინება მაშინ მიიღეს, როდესაც შენობები უკვე დატბორილი იყო.

აღნიშნულზე მიმდინარეობს გამოძიება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აღმოსავლეთ ესპანეთში ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 217 ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქიამ ვალენსიის ნაწილი გაანადგურა.

მსგავსი