„ვალენსიის“ მატჩი ლა ლიგაში ქალაქში მსხვილი ხანძრის გამო გადაიდო #1TVSPORT
„ვალენსიის“ მატჩი ლა ლიგაში ქალაქში მსხვილი ხანძრის გამო გადაიდო #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩი „გრანადასა“ და „ვალენსიას“ შორის გაურკვეველი ვადით გადაიდო, – იტყობინება ლა ლიგის პრესსამსახური.

თამაში გადაიტანეს „ვალენსიის“ თხოვნით, ქალაქში დიდი ხანძრის გამო, რომელიც 22 თებერვალს საღამოს მოხდა.

ვალენსიაში ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა და 20 უკვალოდ დაიკარგა.