„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ანდრეას პერეირა „ვალენსიას“ ინტერესის სფეროში მოექცა, – იუწყება ESPN.
ბრაზილიელი ფეხბურთელი მანჩესტერელთა ძირითადი შემადგენლობიდან გუნდში ბრუნო ფერნანდეშის მოსვლის შემდეგ ამოვარდა და სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ინგლისური კლუბის დატოვებას გეგმავს.
ESPN-ის ინფორმაციით, „ვალენსია“ შექმნილი მდგომარეობით ისარგებლებს და ანდრეას პერეირას გუნდში გადაყვანას შეეცდება, რომელიც იჯარის წესით ესპანურ კლუბში უკვე ასპარეზობდა.
2019/20 წლების სეზონში პერეირამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში 40 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ პერეირას ტრანსფერით პორტუგალიური „ბენფიკაც“ დაინტერსებულია.