ვალდის დომბოროვსკისი- ევროკავშირი ბრიტანეთს სკრიპალის საქმეზე სოლიდარობას გამოუცხადებს
ვალდის დომბოროვსკისი- ევროკავშირი ბრიტანეთს სკრიპალის საქმეზე სოლიდარობას გამოუცხადებს

ევროკავშირი სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის საპასუხო ნაბიჯებს შეუერთდება. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა ვალდის დომბოროვსკისმა გააკეთა.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ შექმნილი მდგომარეოებით. დიდ ბრიტანეთს იმედი უნდა ჰქონდეს, რომ ევროკავშირი ამ საქმეზე მას სოლიდარობას გამოუცხადებს“ – განაცხადა დომბოროვსკისმა.
მანამდე ანალოგიური განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტის მოადგილემ, ფრანს ტიმერმანსმა გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირი დიდი ბრიტანეთის გვერდით დადგება.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ყოფილი რუსი მზვერავის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობაში რუსეთი დაადანაშაულა და საპასუხო ზომებით დაემუქრა.