ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგაში მერვე გოლი გაიტანა და „შანდუნ ტაიშანს“ გასვლაზე ერთ-ერთ კონკურენტთან, „შანხაი პორტთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 1:1.
ქართველი ნახევარმცველი „შანდუნ ტაიშანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ყაზაიშვილმა ანგარიში 57-ე წუთზე გახსნა, მისი თამაში 7.7 ქულით შეაფასეს.
„შანდუნ ტაიშანმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – 85-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტი გაიტანეს და თამაში ფრედ დასრულდა.
13 ტურის შემდეგ „შანდონ ტაიშანი“ 21 ქულით მე-5 პოზიციაზეა და „შანხაი პორტს“ 3 ქულით ჩამორჩება.
რაც შეეხება ყაზაიშვილის მონაგარს – მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, ქართველი ნახევარმცველი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.