ვაკო ყაზაიშვილი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
ვაკო ყაზაიშვილი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, – „ულსან ჰიუნდაის“ ქართველი ლეგიონერის შესახებ ინფორმაციას K League-ის „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, მე-13 ტურის MVP – სენიორ ვაკო, შენ შეცვალე მოედანზე ვითარება“, – ასე გამოეხმაურა „ულსანის“ ოფიციალური გვერდი ქართველი მოთამაშის აღიარებას.

ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი კონკურენტ „სეულთან“ შესანიშნავად ჩაატარა, დუბლი შეასრულა და „ულსან ჰიუნდაის“ მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა. შედეგად, მისი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება მოულოდნელი არ ყოფილა.

ვაკო ყაზაიშვილი არა მხოლოდ მე-13 ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, არამედ ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს.

30 წლის ქართველმა შემტევმა მიმდინარე ჩემპიონატში პირველი დუბლი შეასრულა და ბოლო ოთხ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა, სულ კი მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ხუთი გოლია.