ვაკო ყაზაიშვილი ტურის MVP გახდა 
ვაკო ყაზაიშვილი ტურის MVP გახდა 

ვაკო ყაზაიშვილი მეიჯორ ლიგის (ამერიკული საფეხბურთო ლიგა) პირველი ტურის MVP გახდა – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საუკეთესოდ AS USA-მ (ესპანური AS-ის ამერიკული ვერსია) დაასახელა.

”სან ხოსეს” ქართველმა ფეხბურთელმა პირველ ტურში ”მინესოტასთან” ორი საგოლე გადაცემა და გოლი მიითვალა – მასზე უკეთესი მაჩვენებელი არავის ჰქონია, ტურის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე იყო და საუკეთესოდ დამსახურებულად აღიარეს.

სანხოსელების ტრიუმფის მთავარი მიზეზი ვაკო ყაზაიშვილია. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა – ის დღის საუკეთესო მოთამაშეა” – წერს AS USA.