ვაკო გვილია ამიერიდან შვეიცარიაში ითამაშებს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე ორი წლის განმავლობაში ბელარუსულ „ბატეში“ გამოდიოდა, მაგრამ შარშან მწვრთნელმა აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით სათადარიგოთა სკამზე დასვა.
საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველმა დღეს შვეიცარიის სუპერლიგის გუნდთან, ლუცერნთან“ კონტრაქტი გააფორმა.
„ეს ისეთი ტიპის ფეხბურთელია, რომელიც „ლუცერნს“ ძალიან სჭირდება“, – ამბობს „ლუცერნის“ სპორტული კოორდინატორი რემო მაიერი.
„ძალიან კმაყოფილი ვარ, აქ რომ ვიმყოფები. ყველაფერს გავაკეთებ, რათა, თანაგუნდელებთან ერთად, სტადიონის ტრიბუნები შევავსო“, – ეს უკვე თავად ვაკო გვილიას სიტყვებია.
ვაკო გვილიას ახალი კლუბი შვეიცარიის 10-გუნდიან სუპერლიგაში, 19 ტურის შემდეგ, მეცხრე ადგილზეა, თუმცა, მესამეადგილოსან „ციურიხს“ მხოლოდ რვა ქულით ჩამორჩება.