ვაკო გვილიამ შეუცვლელად ითამაშა ჩასტოხოვას „რაკოვში“ კონფერენს ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში პრაღის „სლავიასთან“, რომელიც პოლონეთის ვიცე-ჩემპიონმა 2:1 მოიგო.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ტრავმის შემდეგ გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და ზედიზედ მესამე მატჩი ჩაატარა, რაც სანაკრებო შეხვედრებამდე დამაიმედებელი ამბავია.
კონფერენს ლიგის პლეი ოფში პირველი მატჩი, რომელიც ჩასტოხოვას სტადიონზე გაიმართა, დაძაბულად მიმდინარეობდა. ანგარიში 29-ე წუთზე ივი ლოპესმა გახსნა. მეორე ტაიმში „სლავიას“ შემტევმა ტომაშ ჰოლეშმა წონასწორობა მე-60 წუთზე აღადგინა, მაგრამ ერთ წუთში ფრან ტუდორმა „რაკოვი“ ისევ დააწინაურა და საბოლოოდ,. გამარჯვება მოუტანა – 2:1.
ვაკო გვილიას „რაკუვი“ პრაღის „სლავიას“ კონფერენს ლიგის პლეი ოფის განმეორებით მატჩში პრაღაში 25 აგვისტოს ესტუმრება და წყვილის გამარჯვებულიც იქ გაირკვევა.