ვაკო გვილიას აზრით, ერთა ლიგის ახალი კალენდარი, სადაც მჭიდრო სათამაშო გრაფიკია, შესაძლოა, საქართველის ნაკრების ფეხბურთელებისთვის სასურველიც იყოს – ამის შესახებ „ჯვაროსნების“ ნახევარმცველმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ განაცხადა.
„კარგია, რომ სექტემბერში ორი თამაში გვექნება, რაც ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალამდე შეთამაშებაში დაგვეხმარება. ამ მატჩებისთვის მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ, რომ ჯერ ფინალში გავიდეთ, ხოლო შემდეგ – ევროპის ჩემპიონატზე. შესაძლოა, კარგია, თამაშები ასე მჭიდრო გრაფიკით რომ ჩატარდება – იმიტომ, რომ პანდემიის შემდეგ ფორმაში უნდა შევიდნენ ის ბიჭები, რომლებსაც ჯერ ჩემპიონატები არ დაწყიათ. ამ მატჩებისთვის კი ტონუსი და რიტმში ყოფნა დაგვჭირდება“ – ამცხადებს ვაკო გვილია.
ვაკო გვილია, რომელიც 12 ივლისს ვარშავას „ლეგიას“ შემადგენლობაში პოლონეთის ჩემპიონი გახდა, საქართველოს ნაკრებში ვლადიმირ ვაისი 2016 წლიდან იწვევს. 26 წლის ნახევარმცველმა „ჯვაროსნების“ ფორმით 27 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.